სიყვარული

98 წლის ქალის და 94 წლის კაცის სპორტდარბაზში დაწყებული სიყვარული ქორწინებით დასრულდა

New York Times

გერტრუდა მოკოტოფმა და ელვინ მენმა ერთმანეთი 8 წლის წინ სპორტდარბაზში გაიცნეს, სადაც ისინი დღემდე დადიან სავარჯიშოდ კვირაში 2-ჯერ. 

პირველ პაემანზე ელვინმა გერტრუდა მიდლთაუნის ერთერთ რესტორანში წაიყვანა, რომელსაც "Something Sweet" ერქვა. გერტრუდა New York Times-თან საუბრისას იხსენებს, რომ ელვინი "იდეალური ჯენტლმენი იყო", ის კი თავის მხრივ ამბობს, რომ გერტრუდაში "რაღაც ისეთი იყო, რაც ანდომებდა, მასთან უფრო მეტი ელაპარაკა".

ისინი თავიანთ ოცნებებსა და მიზნებზე ალაპარაკდნენ და საბოლოოდ, ცხოვრების ერთმანეთისთვის გაზიარებაც გადაწყვიტეს.

 



ელვინი, რომელიც სამყაროს აშშ-ის ახალგაზრდა საზღვაო მატროსის თვალებით უყურებდა, ახალდაბრუნებული იყო ბობოქარი ზღვებიდან და ოკეანეებიდან და კოლეჯის დამთავრებაზე იყო ფოკუსირებული. მასზე 5 წლით უფროსი გერტრუდა კი, მიდლთაუნში თავისი სახლისთვის ახალი დიზაინის შექმნით იყო დაკავებული და ძალიან უნდოდა ეს სახლი სასიამოვნო კომპანიით შეევსო.

"ასაკობრივი განსხვავება დიდად არასდროს მაღელვებდა, რადგან არსად არ ვაპირებ მის გაშვებას,"- ამბობს ელვინი.

ელვინი ქალს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად უახლოვდებოდა. ერთერთი პაემნის შემდეგ კი, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ, გერტრუდას იდეა გაუჩნდა. 

"მე მას დაქორწინება შევთავაზე. დავიღალე მისი დევნით,"- ყვება გერტრუდა.

ქორწილი 5 აგვისტოს მიდლთაუნის მერიის შენობაში გადაიხადეს და ფიცი ქალაქის მერისა და 50 ნათესავისა და ახლო მეგობრის თვალწინ დადეს.

 


Somewhere Over the Rainbow-ის ფონზე თეთრი ვარდებით ხელში პატარძალი ნელნელა უახლოვდებოდა თავის ცხოვრების სიყვარულს, რომელსაც თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. 

"ჩემი დაბადების დღის ნაადრევი საჩუქარია,"- თქვა გერტრუდამ და ახალდაქორწინებულებმა ერთმანეთს ხელები ჩაკიდეს.

20 აგვისტოს ელვინი და გერტრუდა ერთად ჩააქრობენ დაბადების დღის ტორტზე 99-ვე სანთელს.

"ჰო, 99 წლის ვარ, 98-ის. ეს უბრალოდ ციფრებია, მაგრამ ჯერ ისევ 98 წლის ვარ, არა?" - ამბობს გერტრუდა.



ელვინ მენმა, რომელიც 94 წლისაა, გასულ წელს ბაკალავრის დიპლომი აიღო ისტორიაში. 

"ასაკი არაფერს ნიშნავს არც ჩემთვის და არც გერტასთვის, ჩვენ მას ბარიერად არ აღვიქვამთ. ჩვენ ისევ იმას ვაკეთებთ, რისი გაკეთებაც გვინდა ცხოვრებაში,"- ამბობს ელვინი.

ცერემონიაზე მან პირველი ღამე გაიხსენა, რომელიც ერთად გაატარეს. 

"ჩვენ მთელი დღე ერთად გავატარეთ და ღამით, როცა ჩემთან მოვიდა, მისთვის საძინებელში საწოლი გავამზადე, მე კი სხვა ოთახში ვაპირებდი დაძინებას. ის დაწვა და როდესაც ვუთხარი "ღამე მშვიდობისა" და გარეთ გასვლა დავაპირე, მან მკითხა, თუ სად მივდიოდი,"- ყვება ელვინი.

სანამ ერთმანეთს სპორტდარბაზში გაიცნობდნენ, მათ ორივეს ჰქონდა ცხოვრების დიდი გზა გავლილი. ორივე მათგანი ქვრივი იყო, ჯამსი 7 შვილი და 12 შვილიშვილი ჰყავთ. გერტრუდა მიდლთაუნის ყოფილი მერია, ელვინ მენი კი - პენსიაზე გასული ბიზნესმენი.

"ადამიანები ყოველთვის გვეკითხებიან, რა არის ის, რაც გვაიძულებს მუდმივად ახალგაზრდები ვიყოთ. ცხადია, მნიშვნელოვანი ნაწილია მედიცინა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ დარდისგან დაცლილი ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩვენ არ ვნერვიულობთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია,"- ამბობს ელვინ მენი.



"არაფერი შეიცვლება" - ამბობს წყვილი - "დღეიდან მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ ცხოვრების დარჩენილი დღეების ბოლომდე".

                                                   
                         მასალა მომზადებულია New York Times-ზე დაყრდნობით.

კომენტარები