სიყვარული

93 წლის კაცი დღეში 3 ავტობუსს იცვლის, რომ თავისი ცოლის საფლავთან მივიდეს

არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ამინდია, კვირაში 6-ჯერ ტედ რიჩარდსონი თავისი ცოლის, ფლორენსის, საფლავის მოსანახულებლად მიდის. ფლორენსი ჰავაიზე, ვეტერანების სასაფლაოზეა დაკრძალული. 

"როდესაც იქ მივდივარ, ყოველთვის ვეუბნები, რომ სამაგიეროს გადახდის დროა,"- უთხრა რიჩარდსონმა ABC Chicago-ს. 

ტედ რიჩარდსონი სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც მათ მშობლიურ პენსილვანიაში 14 წლის ფლორენსს შეხვდა 1941 წელს. რიჩარდსონი ამბობს, რომ მომავალ მეგზურთან შეხვედრის შემდეგ სახლში მივიდა და მამას უთხრა, რომ მან ნახა გოგო, რომელზეც იქორწინებდა. მაშინ მან მისი სახელიც არ იცოდა. 

როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს რიჩარდსონი საზღვაო სამხედრო ნაწილში მსახურობდა, ფლორენსის ფოტო სულ თან ჰქონდა. 

"ის მშვენიერი იყო. მთელი დღეების განმავლობაში შემეძლო, მეცქირა მისთვის,"- ამბობს ტედი. 

ომის შემდეგ წყვილმა იქორწინა. რიჩარდსონი სკოლის მასწავლებელი გახდა, ფლორენსი კი FBI-ისთვის მუშაობდა. ისინი ერთმანეთს შეაბერდნენ, თუმცა 5 წლის წინ ფლორენსი გარდაიცვალა. 

"72 წლის განმავლობაში ის მხოლოდ ერთხელ გამოვიდა წყობიდან და ეს ჩემი ბრალი იყო," - ყვება რიჩარდსონი.

სწორედ ამიტომ მიდის ის ყოველდღე საფლავის მოსანახულებლად. ესაა "სამაგიეროს გადახდა" არა იმისთვის, რაც ფლორენსმა არასწორად გააკეთა, არამედ იმ ყველაფრისთვის, რაც სწორად გააკეთა. მას ყოველდღიურად "მადლობის" ყვავილები მიაქვს. 

"მე ბაღის ყვავილებს ვიყენებ, რადგან როდესაც თავიდან დებ ამ ყვავილებს, მხოლოდ კვირტებია, დაახლოებით, 3 დღეში იფურჩქნება" - ამბობს ის. 

რიჩარდსონი სასაფლაომდე მისასვლელად 3 ავტობუსს იყენებს და შემდეგ დაცვის სამსახურის წარმომადგენელს ის იმ შემაღლებულ ადგილამდე მიყავს, სადაც მისი ცოლია დაკრძალული. ფლორენსის საფლავზე ის უკვე 1 300-ჯერ იყო. 

"კალენდარი მაქვს და როდესაც სახლში ვბრუნდები, ვინიშნავ. იქამდე ვივლი, სანამ სიარულს შევძლებ. ღმერთი მეტყვის, როდის იქნება საკმარისი," - ამბობს რიჩარდსონი. 

93 წლის ტედისთვის სიკვდილიც კი არ არის შემაკავებელი. მან ეკლესიას დაუბარა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ფლორენსს თვეში ერთხელ მიუტანონ ყვავილები.

კომენტარები