მიწისძვრა

ჩინეთში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა, 247 კი დაშავდა. მათ შორის, 23 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

სტიქიის ზონიდან 45 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. სამაშველო ოპერაციებში, საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლების გარდა 1300-მდე ჯარისკაციც მონაწილეობდა.

მიწისძვრის შედგად დაზიანებულია 130 000-მდე საცხოვრებელი სახლი.

ჩინეთში 7 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ, ადგილობრივი დროით 21:19 საათზე დაფიქსირდა.

კომენტარები