ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

Sputnik Abkhazia

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ავიაკლუბის მცირემოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.  

ავიაკლუბ "მეშვიდე ცის" კუთვნილი მცირემოტორიანი თვითმფრინავი გუშინ, 27 ივლისს ბიჭვინთაში ჩამოვარდა.

გარდაცვლილ ადამიანებს შორის თვითმფრინავის პილოტი და მცირეწლოვანი ბავშვია. 

კომენტარები