უბედური შემთხვევა

ქუთაისში 4 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა

ქუთაისში 4 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა, რის შემდეგაც ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ტაბულას შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შემთხვევაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლისთვის სანქცია ჯარიმა ან 2 წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოს დაკისრებაა. 

 

კომენტარები