ოკუპაცია

"დიალოგს ალტერნატივა არ აქვს" - პატრიოტთა ალიანსი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო ფრაქციის "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე 11 ივლისს რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, დაუდასტურა.

ირმა ინაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი რუსეთთან რეალური დიალოგის დაწყებაა. 

​"ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ აუცილებელია რაღაც აქციები, საოკუპაციო ზოლთან მისვლა, გვახსოვს, რა პიარ აქციები იგეგმებოდა სააკაშვილის დროს, სწორედ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და არა ჩვენი ინიციატივა, რომელიც არის პოლიტიკური ინიციატივა, რათა რეალურად გადაწყდეს პრობლემები.

ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალვე გაერთიანდება საქართველო და ხვალვე დაგვიბრუნდება სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ საუბრის და დიალოგის დაწყებას ალტერნატივა არ აქვს,"- აცხადებს ინაშვილი. 

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები საქართველოს 12 ივლისს დაბრუნდებიან. 

კომენტარები