ხანძარი

გუბერნატორი: დამწვარ სავაჭრო ცენტრში ვითარება მძიმეა, ზარალს კომისია დაადგენს

Guardian.ge

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას შეფასებით, ფოთში, დამწვარ სავაჭრო ცენტრში ვითარება ძალიან მძიმეა. გუბერნატორის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს. 

„ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების, ვიცით, რომ ბანკის სესხები აქვთ, მაგრამ ვიდრე ექსპერტიზა დასკვნას არ დადებს, ვერაფერს ვიტყვით. რომ არა სახანძარო სამაშველო ბრიგადების ოპერატიული მუშაობა, შესაძლოა, სავაჭრო ცენტრი მთლიანად დამწვარიყო“, - თქვა შონიამ. 

ფოთის ბაზარში სავაჭრო ცენტრს ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა დაახლოებით 70-მდე მაღაზია. მოვაჭრეების ნაწილმა ხანძრის მთლიანად გავრცელებამდე საკუთარი პროდუქციის გატანა მოახერხა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

კომენტარები