ფარული ჩანაწერები

ფარული კადრების საქმეზე სასამართლომ 6-დან 5 ყოფილი მაღალჩინოსანი გაამტყუნა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ისა და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ 6 ბრალდებულიდან მხოლოდ გიგლა შიოშვილი გაამართლა. პროკურატურა შიოშვილის გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ბრალდებულები რევაზ შიუკაშვილი და ირაკლი ყიფშიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. კუდ-ის უფროსის ყოფილ მოადგილე ვასილ ლელუაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამნისტიის კანონით ლელუაშვილს სასჯელის ერთი მეოთხედი გამოაკლდა და 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლომ დამნაშავედ ცნო რევაზ შიუკაშვილი და ირაკლი ყიფშიძეც - ორივეს სასჯელის სახით ორივეს 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თუმცა, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მათ 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

გივი კაციტაძესა და დიმიტრი თათრიშვილს, რომლების სხდომას არ ესწრებოდნენ, სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათაც შეეხოთ ამნისტიის კანონი და 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს კონსტიტუციურიუსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვ.ლ.-ს ორგანიზებითა და დავალებით, ამავედეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები მაკომპრომატირებელიმასალის შეგროვების მიზნით, ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვისცნობილი სახეების უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას.

სასამართლოში საქმის მრავალთვიანი განხილვის მანძილზე, დაიკითხა ბრალდების ასამდე მოწმე, გამოკვლეული იქნა 11 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები", -წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ"ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები