ე.წ. ციანიდის საქმე

სასულიერო პირები ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძეს ხვდებიან

ნეტგაზეთი

სასულიერო პირები ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან შესახვედრად მივიდნენ. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, მათი თქმით, მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის კურთხევით ხვდებიან.

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ შეხვედრის სურვილი დაკავებულმა დეკანოზმა გამოთქვა და არ იცის, რაზე უნდა ისაუბრონ.

სასულიერო პირების მისვლამდე დეკანოზთან ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, მამა გიორგი მზადაა სასულიერო პირების შეკითხვებს უპასუხოს.

კომენტარები