ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურები.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება წისქვილკომბინატის ერთერთ ელევატორში მოხდა.





