საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები 2017

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მაკრონის პარტია დიდი უპირატესობით იმარჯვებს

AFP

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ La République En Marche! და მისმა მოკავშირე "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ამომრჩეველთა ხმების 32.3 % მიიღო.

ამ შედეგით მაკრონის მოძრაობა შესაძლო 577-დან 445 მანდატს მიიღებს.

მეორე ადგილზე საფრანგეთის რესპუბლიკური პარტია და მასთან ალიანსში მყოფი "დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირი" გავიდა, მათ ამომრჩეველთა ხმების 21.5 % მიიღეს. 

მარინ ლე პენის ეროვნულმა ფრონტმა კი ხმების 13.2 % მიიღო.

წინა საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულმა სოციალისტურმა პარტიამ ხმების 9.5 % მოიპოვა, რაც მათ 200-ზე მეტ მანდატს დააკარგვინებს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.

ამომრჩეველთა აქტივობამ 48.4 % შეადგინა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში კი აქტივობა 57.2 %-ის ტოლი იყო.

კომენტარები