ვენეციის კომისიის დასკვნა

კობახიძე: დასკვნა ჩვენ და პრეზიდენტს გვქონდა. გვაქვს ეჭვი, როგორ გავრცელდა ტაბულაში

ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ვენეციის კომისიის თხოვნა იყო ამ დოკუმენტის არგასაჯაროება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის წინასწარი დასკვნა, წინასწარი პროექტი. შესაბამისად, ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ არ გასაჯაროებულიყო ეს დოკუმენტი, ჩვენ ეს პირობა, ბუნებრივია, პირნათლად დავიცავით.

თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გუშინ ტაბულაში გაჟონა ინფორმაციამ. იყო სიტყვასიტყვით ციტირებული ამ დასკვნის კონკრეტული ჩანაწერები. ორ სუბიექტს ჰქონდა რეალურად მხოლოდ ეს დოკუმენტი. ეს იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა და საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ ტაბულაში და ამ ეჭვებს, ბუნებრივია, აქვს თავისი საფუძველი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეშფოთებულია ბატონი ჯანი ბუკიკიო[ვენეციის კომისიის პრეზიდენტი] ამ ფაქტთან, ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ შეშფოთებას. ძალიან სამწუხაროა ის, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია. ეს ძალიან შემაშფოთებელია, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით.

კომენტარები