ე.წ. ციანიდის საქმე

ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება

ნეტგაზეთი

ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება. მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან.

პროცესს დაესწრება სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

დღესვე ადვოკატები, საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ, დეკანოზის "პატივისა და ღირსების შელახვისათვის" საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

დაცვის მხარე ედიშერ ქარჩავასაგან ბრალდებების უარყოფას და ცილისწამებისთვის საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს, ასევე ზიანის ანაზღაურებას.

საპატრიარქოს იურისტი გიორგი მამალაძის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობდა.

კომენტარები