შემთხვევა მშენებლობაზე

ოზურგეთში შენობის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა

ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის შენობის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, მას სამუშაოს შესრულებისას ფეხი დაუცურდა და ქუსლის ძვალი მოიტეხა.

გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ეს ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები