კომუნიკაციები

საქართველოში 5.5 მილიონი მობილურია, ბრენდების მიხედვით მათი რეიტინგი

ქვეყანაში არსებულ მობილურ ოპერატორებში 5.5 მილიონი ნომერია რეგისტრირებული, რაც ერთ მოსახლეზე 1.48 ნომერს ნიშნავს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიშის (PDF დოკუმენტი) მიხედვით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული Samsung-ის ბრენდის მობილურებია. რეიტინგში მეორე ადგილზეა Nokia-ს ტელეფონები. რეიტინგში მნიშვნელოვან ადგილს ჩინური დაბალბიუჯეტიანი ბრენდები იკავებენ.

ქვეყანაში არსებული მობილურების რეიტინგი ბრენდების მიხედვით:

  1. Samsung - 28.1%
  2. Nokia/microsoft - 25.1%
  3. Apple - 9.2%
  4. Huawei - 7.7%
  5. Lenovo - 4.8%
  6. Quectel - 3.4%
  7. TCT - 2.5%
  8. Sony/Erricson - 2.4%
  9. LG - 1.7%
  10. HTC - 1.5%
  11. სხვა - 13.6%

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიში არ მოიცავს ინფორმაციას ამ ტელეფონების გამოშვების წლის მიხედვით განაწილებაზე.

კომენტარები