წყალმომარაგება

სამგორის რაიონში, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება ხვალ დილამდე შეუწყდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება ხვალ დილამდე შეუწყდება. კომპანია მიზეზად ჭიჭინაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს. GWP-ს ცნობით, ახალ ქსელზე გადაერთების მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.

"ამის გამო, 2 ივნისს, 12:00 საათიდან, 3 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

აფრიკის დასახლებას, ჭიჭინაძის ქუჩას და ჩიხებს, გუმათჰესის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის და ჯამბულ წურწუმიას ქუჩებს. ბოჭორმის, ლუსინიანის, ბოდბის, ისნის და მიმდებარე ქუჩებს" - აცხადებს GWP და აღნიშნავს, რომ წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. 

კომენტარები