ქუთაისში, ავარიის შედეგად, 11 წლის ბავშვი დაიღუპა და ერთი მოზარდი დაშავდა - ტაბულას ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ბავშვს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯამრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





