აშშ-ევროკავშირის ურთიერთობა

ტუსკი: ევროკავშირს და აშშ-ს რუსეთთან დაკავშირებით 100 %-ით საერთო პოზიცია არ გააჩნიათ

Reuters

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტიმა დონალდ ტუსკმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს ბევრ საკითხზე საერთო პოზიცია გააჩნიათ, თუმცა არა რუსეთზე.

"არ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ 100%-ით საერთო პოზიცია გვაქვს რუსეთთან დაკავშირებით. თუმცა, რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, ჩვენ ერთ პოზიციაზე ვდგავართ", - თქვა ტუსკმა. 

ტუსკის თქმით, მხარეებმა განიხილეს საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ვაჭრობისა და კლიმატის ცვლილების საკითხები.

ბრიუსელში მყოფი დონალდ ტრამპი, NATO-ს სამიტში პირველად იღებს მონაწილეობას.

ალიანსის წევრი ქვეყნები დასთანხმდნენ ტრამპის შეთავაზებას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ, ამერიკის მიერ შექმნილ კოალიციაში გაერთიანებაზე.

კომენტარები