აშშ-ევროკავშირის ურთიერთობა

ტუსკი ტრამპს: გთხოვთ, არ შეცვალოთ (პოლიტიკური) კლიმატი უარესობისკენ

AFP/Getty Images

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს Twitter-ის საშუალებით მოუწოდა, რომ აშშ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან არ გაიყვანოს. 

"გთხოვთ, არ შეცვალოთ (პოლიტიკური) კლიმატი უარესობისკენ", - წერს ტუსკი.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დაიდო. შეთანხმებას ხელს 195 ქვეყანა აწერს.

კომენტარები