ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა გაიმარჯვა.
გამარჯვებული არჩევნების პირველ ტურში გამოვლინდა - როჰანმა ხმათა 57% მიიღო.
შედარებით ზომიერი როჰანის მთავარი კონკურენტი ყოფილი პროკურორი კონსერვატორი ებრაჰიმ რაისი იყო. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მან ხმათა 38.5% მიიღო.
ამომრჩევლის აქტივობამ 70%-ს მიაღწია - ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მოულოდნელად მაღალი აქტივობის გამო საარჩევნო პროცესი 5 საათით გახანგრძლივდა.
68 წლის როჰანი ბირთვული პროგრამის ხელშეკრულების დადებას ხელმძღვანელობდა.