კოსოვო

კოსოვოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა

Reuters

კოსოვოს პარლამენტმა, პრემიერ ისა მუსტაფას მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა. მთავრობის დათხოვნას მხარი 120-დან 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილებას მხარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმაც დაუჭირა, პრეზიდენტის ბრძანება ძალაში ხელმოწერისთანავე შევა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მთავრობის დათხოვნიდან სულ მცირე 30 და არა უგვიანეს 45 დღეში უნდა ჩატარდეს.

ისა მუსტაფა, რომელიც კოსოვოს პრემიერის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა, პარლამენტმა წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

კომენტარები