სექსუალური ძალადობა

იორდანია იმ კანონს აუქმებს, რომელიც სექსუალურ მოძალადეს სასჯელისგან იცავს

უფლებადამცველთა პერფორმანსი ლიბანში, სადაც მსგავსი კანონი კვლავ მოქმედებს
AFP

იორდანიის ხელისუფლება, ქვეყნის კანონმდებლობის 308-ე პუნქტი, რომელიც სექსუალური მოძალადის მიერ მსხვერპლის გაუპატიურების შემდეგ ცოლად მოყვანისა და მასთან სულ მცირე 3 წლის განმალვობაში თანაცხოვრების შემთხვევაში სასჯელისგან ათავისუფლებდა, გააუქმებას გეგმავს.

კანონის გაუქმების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქალთა უფლებების დამცველების, მუსლიმი და ქრისტიანი მეცნიერებისა და სხვების მიერ წლების განმავლობასი წარმოებული კამპანია.

კანონს თავისი მომხრეებიც ჰყავდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კანონი მსხვერპლის ღირსებასა და რეპუტაციას იცავდა.

გასულ წელს იორდანიის კანონდმდებლობის 308-ე პუნქტში შესწორება შევიდა, რომლის მიხედვითაც სექსუალური მოძალადე სასჯელიდან თავისუფლდებოდა, თუკი მისი მსხვერპლი, რომელსაც მოძალადე შემდგომში ცოლად მოიყვანდა 15-დან 18 წლამდე ასაკის იყო - ამ შემთხვევაში კანონი თვლიდა, რომ დანაშაული "ურთიერთშეთანხმებით" მოხდა.

გასულ თებერვალში იორდანიის სამეფო კომიტეტმა მთავრობას კანონის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართა. მთავრობამ კი კანონის საბოლოოდ გააუქმების გადაწყვეტილება დღეს მიიღო, თუმცა გადაწყვეტილებას უახლოს მომავალში იორდანიის პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

კომენტარები