IKEA-ს მაღაზიათა ქსელის ცნობილ 99 ცენტიან ჩანთას, რომელსაც მომხმარებელი სხვადასხვა შეძენილი ნივთის ჩასაწყობად იყენებს, მოდის სახლი Balenciaga 2145 დოლარად ყიდის.
ჩანთები იდენტური ფერის, ფორმის და ზომისაა, განსხვავება კი მასალაშია. IKEA-ს ჩანთისგან განსხვავებით, მოდის სახლის ვერსია ტყავისგანაა დამზადებული.
კომპანია IKEA-ს სპიკერის თქმით, "სასიამოვნო და მისასალმებელია, როდესაც Balenciaga-ს ჩანთა ასე ჰგავს IKEA-ს მდგრად ჩანთას, რომელიც 99 ცენტი ღირს."
აღსანიშნავია, რომ მოდის სახლ Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანელი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.