საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც შსს-მ ტაბულას განუცხადა, დაკავებულმა ბრალი აღიარა. პირადი ჩხრეკის დროს კი, სამართალდამცავებმა მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.
შსს-ს ცნობით, ინციდენტი ყოფით საკითხებზე დავას უკავშირდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) არის დაწყებული.





