დაჭრა

თელავში ყოფილი დეპუტატი დაჭრეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დავითაშვილს ჭრილობები ქვედა კიდურებში აქვს მიყენებული. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოამბის ინფორმაციით, თავდამსხმელი ოჯახის წევრებმა იცნეს, თუმცა, მან მიმალვა შეძლო. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

ვასილ დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2-ჯერ იყო, ის 2011 წელს შუალედურ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის დეპუტატი გახდა.

კომენტარები