რომ მიხვიდე საფლავზე და მიულოცო შენს მიცვალებულს, უთხრა "ქრისტე აღდგა" და კვერცხი გადააგორო, ამას ეკლესია არ კრძალავს, მაგრამ ის, რაც ძალიან ცუდ ჩვევად გადაიქცა და დიდ ტრადიციად... მე სამეგრელოში დავიბადე, გავიზარდე და მახსოვს, აღდგომის დღესასწაულზე ადამიანები სასაფლაოზე იკრიბებოდნენ და მიდიოდა ერთი საფლავიდან მეორეზე გადასვლა და ყველგან სმა, და სასაფლაო გამოდიოდა ძალიან უგონო მდგომარეობაში, იმდენად სვამდნენ, ეს არის დამახინჯებული ფორმა, ამით აღდგომა მახინჯდება. როგორ შეიძლება, ჯერ დათრობა უმძიმესი ცოდვაა, მერე კიდევ ამ საფლავებზე სუფრების გაშლა. შეიძლება, სუფრა გაშალო, მოწიწებით და მორიდებით გახვიდე საფლავზე, მაგრამ აღდგომა დღეს ასე არ უნდა იყოს, აღდგომა დღეს ჯობია, რომ ტაძარში მსახურებას შეხვდე, მერე ოჯახში გაშალო სუფრა, ნატესავებთან ერთად, შეიკრიბოთ, იდღესასწაულოთ, ამაზე კარგი რა არის. საფლავზე გასვლაც, თუ ამას სწორი ფორმა ექნება, ესეც არაა პრობლემა.
tbl.ge/2abo
დაკოპირდა

მამა შალვა კეკელია პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი", სააღდგომი ტრადიციების შესახებ.
ამავე თემაზე
- აღდგომის ყველაზე დიდი საჩუქარი რწმენა და იმედია - მამა ლეონ გელოვანის სააღდგომო წერილი
- აღდგომა სიშლეგის ეპოქაში – მეუფე მალხაზ სონღულაშვილის წერილი
- როთი: მოკითხვა თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს უკრაინასა და საქართველოში! ბედნიერი აღდგომა!
- კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე 2024
- მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის 2024 წლის სააღდგომო ეპისტოლე




