ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ავღანეთში ბომბი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი არაბირთვული ბომბი სახელწოდებით, GBU-43/B MOAB სამხედროებმა ადგილობრივი დროით 7 საათზე ჩააგდეს.
აშშ-ის სამიზნე პაკისტანის მიმდებარედ, ნანგარაჰარის პროვინციაში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის გვირაბები და მებრძოლები იყო. ბომბს, რომელიც აშშ-მა ავღანეთში გამოიყენა, მოიხსენიებენ, როგორც „ ყველა ბომბის დედა.“ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ზომის არაბირთვული ბომბი აქამდე არ გამოუყენებია.
ნანგარაჰის პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური რეგიონია.





