ოკუპირებული ტერიტორიები

ბაქრაძე: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმს სამართლებრივი ძალა არ აქვს

ნებისმიერი რეფერენდუმი და არჩევნები უკანონოა იმ პირობებეში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დევნილი, არ აქვთ ამ პროცესებში მონაწილეობის საშუალება და როდესაც ეს ყველაფერი მიმდინარეობს საოკუპაციო შეიარაღებული ძალების ტანკების ლულის ქვეშ. ამიტომ, არანაირი ძალა არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი ამას არ აქვს. საფრთხე იმაშია, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს ძირძველი კუთხის ანექსიის გაგრძელების მცდელობა რუსეთის მხრიდან. ეს ყველაფერი ემსახურება ცხინვალის რეგიონის შემდგომ წაღებას რუსეთის მიერ და სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ ადექვატურად აქტიურ, დიპლომატიურ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი დავით ბაქრაძე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებთან და რეფერენდუმთან დაკავშირებით

კომენტარები