საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

გამოკითხვების მიხედვით, მაკრონი ლე პენს მეორე ტურში დიდი სხვაობით დაამარცხებს

AFP/Getty Images

Le Monde-ს უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენს დიდი სხვაობით მოუგებს.

გამოკითხვების თანახმად, ულტრამემარჯვენე ლე პენი, არჩევნების პირველ ტურში ხმების, დაახლოებით, 25 %-ს მიიღებს და სავარაუდოდ, გაიმარჯვებს კიდეც, თუმცა იგივე გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ლე პენი ხმების მხოლოდ 39 %-ს მიიღებს, მაკრონი კი 61 %-ს.

გამოკითხვებში 14 300-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. მასში ოთხი მთავარი კანდიდატი - რესპუბლიკელი ფრანსუა ფიიონი, ნაციონალისტი მარინ ლე პენი, სოციალისტი ბენუა ამონი და პარტია En Marche!-ს ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი იქნებიან. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს შედგება.

კომენტარები