განზრახ მკვლელობა

ტყიბულში მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

Getty Images

ტყიბულში 29 მარტს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ჯ. დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ტყიბულში, ე.წ. მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მოტივით, პისტოლეტიდან ორი გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ შ.მ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. როგორც შსს-ს განცხადებაში წერია, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მულით).

კომენტარები