ქუთაისში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, გორის ქუჩაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





