კიბო

CancerLocator - აპარატი, რომელითაც კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა იქნება შესაძლებელი

PA

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სისხლის ანალიზის ახალი ფორმა გამოიგონეს, რომლის საშუალებითაც კიბოს აღმოჩენა და მისი მდებარეობის დადგენაც კი იქნება შესაძლებელი.

გამოგონება ექიმებს საშუალებას მისცემს, კიბოს დიაგნოზი ბევრად უფრო ადრე დასვან, ვიდრე სიმპტომები (მაგალითად, შეშუპება) გამოვლინდება.

სისხლის ანალიზის შემმოწმებელი აპარატის გამოყენების აუცილებლობა შესაძლოა შევიდეს ყოველწლიური, რუტინული ჯანმრთელობის შემოწმების პროცესში და გაკეთდეს ჩვეულებრივ, მაღალი არტერიული წნევისა და ქოლესტერინის გამომვლენ ანალიზთან ერთად.

აპარატს CancerLocator (კიბოს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი) დაარქვეს.

მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ სიმსივნე, რომელიც ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილში იზრდება, დამახასიათებელ კვალს ტოვებს, რომლის დანახვაც კომპიუტერით არის შესაძლებელი.

"გამოვიგონეთ კომპიუტერით მართვადი ანალიზი, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს კიბო, მისი ტიპი და მდებარეობა, ერთი მარტივი სისხლის ნიმუშით. ტექნოლოგია ჯერჯერობით განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება და საჭიროა მისი დიაგნოზის შემდგომი გადამოწმებაც, თუმცა ამ ტექნოლოგიის პოტენციალი ძალიან მაღალია. კიბოს დიაგნოზის ნაადრევად დადგენის შემთხვევაში განკურნების შანსი ბევრად მაღალია, ვიდრე სიმპტომების გამოვლინების შემდეგ", - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი.

აპარატი უკვე 10-ჯერ დატესტეს 29 ღვიძლის კიბოს პაციენტისგან, 12 ფილტვის კიბოს პაციენტისგან და 5 მკერდის კიბოს პაციენტისგან აღებულ სისხლის ნიმუშებზე. ტესტმა 10-დან 8 შემთხვევაში კიბოს დიაგნოზი დასვა. ხოლო ჯანმრთელი პაციენტების სისხლის ნიმუშებზე შეცდომით კიბოს დიაგნოზი აპარატმა 100-ში ერთზე ნაკლებ შემთხვევაში დასვა.

"მიუხედავად იმისა, რომ კიბოს ადრეულ სტადიებზე სისხლში სიმსივნური ნიშნების გავრცელება ძალიან დაბალია, პროგრამამ მაინც მოახერხა დიაგნოზის დასმა და გვაჩვენა, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ მეთოდს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში", - ამბობენ მკვლევრები.

კომენტარები