დღეს მე, ჩემი პასპორტით, ისევ მჭირდება ვიზა, რადგან ეს პასპორტი უკრაინულია, მაგრამ ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სიხარულს განგაშის გრძნობა ახლავს თან, თუ საქართველოში სხვა ხელისუფლება არ მოვიდა, ჩვენ გვემუქრება ასობით ათასი შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველის დაკარგვა, ვინაიდან უპერსპექტივობა წარმოშობს ემიგრაციას და უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნებში გადახვეწას აადვილებს. თუ ეს საკითხი დროზე მოვაგვარეთ, ვივლით, როგორც წარმატებული ქვეყნის ამაყი შვილები ტურისტებად, სასწავლებლად და ყოველთვის დავბრუნდებით საკუთარ სამშობლოში, რადგან რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერასდროს წაიღებენ თან.
tbl.ge/2990
დაკოპირდა
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ში.
ამავე თემაზე
- წულუკიანი: დასჯის მცდელობაა, უვიზოს შეჩერება წარმოუდგენელი და შეუძლებელია
- კალაძე უვიზოზე: არ მოტყუვდეთ, პროცესის დაწყებასაც კი EU-ს 27 წევრის თანხმობა სჭირდება
- ქუთაისის აეროპორტში ფრანგი, პარიზში - ქართული საიმიგრაციოს წარმომადგენლებიც იქნებიან
- კასტანერი: თუ არ ვიმუშავეთ ამაზე, შეიძლება ხვალ შეგეზღუდოთ თავისუფალი წვდომა ევროპასთან
- კობახიძე: დარწმუნებული ვარ გართულებები არ გვექნება და ვიზალიბერალიზაციას შევინარჩუნებთ