თავდაცვის სამინისტრო

უფლისციხის სამხედრო ბაზაზე დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გორის სამხედო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, 1998 წელს დაბადებული ბადრი შავაძე გარდაიცვალა. შავაძე თებერვალში განწესში ყოფნის დროს გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით გორის სამხედო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი უძღვება

კომენტარები