საფრანგეთი

პარიზში სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

Reuters

პარიზში, პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქცია, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და 3 ადამიანი დააკავა. დემონსტრანტებმა კი სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. 

საფრანგეთში აქციები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. პროტესტის ტალღა პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტს მოჰყვა. 2 თებერვალს, პარიზში, 22 წლის შავკანიანი მამაკაცი დააკავეს, შემდეგ კი დაკითხვის დროს სცემეს და ხელკეტით გააუპატიურეს. დაკავებული საავადმყოფოში ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც მოინახულა.

კომენტარები