ნარკოდანაშაული

შსს-მ 43 შეკვრა მეტადონის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

შსს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი მეტადონი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები