ტერორიზმი

პოლიცია: ორლის აეროპორტის თავდამსხმელი რადიკალური ისლამის მიმდევარი იყო

Associated Press

პარიზის ორლის აეროპორტის თავმდამსხმელი რადიკალური ისლამის მიმდევარი იყო, ამ ინფორმაციას საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურები ავრცელებენ. 

თავდამსხმელი უკვე იდენტიფიცირებულია, მისი სახელია ზეიდ ბ. პოლიცია ახლა მისი ოჯახის წევრების დაკითხვას გეგმავს. როგორც ცნობილია, მის სახელზე პოლიციის არქივში წარსულში ჩადენილი 40 ინციდენტზე მეტი იყო აღრიცხული. 

პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა. ეს შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 07.00 საათზე მოხდა.

ამ შემთხვევის შემდეგ 08:30 საათზე, პარიზის მეორე უმსხვილეს, ორლის აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა მოხდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელი მოკლეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ პარიზში პოლიციელსა და ორლის აეროპორტზე, სამხედროზე თავდასხმა ერთი და იგივე პირმა ჩაიდინა.

კომენტარები