ავიაცია

თბილისის აეროპოერტის ახალი ტერმინალი სექტემბერში გაიხსნება

facebook.com/economypr

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართის მოფრენის ტერმინალი სექტემბერში გაიხსნება. 

ტერმინალის გახსნის შემდეგ, თბილისის აეროპორტს წელიწადში 3.5 მილიონზე მეტი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობა ექნება. 2016 წლის მანძილზე თბილისის აეროპორტი 2.2 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ტერმინალს თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი, F კოდის თვითმფრინავებისთვის გათვლილი, 105 მეტრის სიგრძის ბარგის ე.წ "კარუსელი“ და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი ექნება.

ახალ ტერმინალს კომპანია ტავ ჯორჯია აშენებს, რისთვისაც $33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო. ტერმინალის მშენებლობაზე ამჟამად 500 ადამიანია დასაქმებული. მოფრენის ახალი ტერმინალის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება, თუმცა, როგორც ტავ ჯორჯიაში აცხადებენ, შესაძლოა მშენებლობა უფრო ადრე - 2017 წლის ივნისში დასრულდეს. 

დღესვე ტერმინალის მშენებლობის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო. 


ფოტო: facebook.com/economypr


ფოტო: facebook.com/economypr


ფოტო: facebook.com/economypr


ფოტო: facebook.com/economypr

კომენტარები