აქცია ბათუმში

კალაძე: კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს სოლიდარობას უცხადებდა

ორგანიზატორებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ალბათ კითხვები უნდა დაუსვათ იმ ადამიანებს, ვინც ვანდალიზმს მთელი საღამოს, მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობას უცხადება. აკეთებდა განცხადებებს, რომ ქალაქებში, რეგიონებში შეკრებილიყვნენ და სოლიდარობა გამოეცხადებინათ ვანდალიზმისთვის. აი, ეს არის ძალიან მძიმე. რა თქმა უნდა, შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ყველა მიმართულებით, გამოძიება დაწყებულია და ყველა დამნაშავე კანონის წინაშე მაქსიმალური სიმკაცრით აგებს პასუხს. 

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს პასუხოს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციის მონაწილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში, რუსთაველზე შეიკრიბა. მოგვიანებით პარტიამ გააკეთა განცხადება, სადაც ძალადობა დაგმო და მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა, ხელისუფლება კი არაადეკვატურ რეაქციაში დაადანაშაულა.

კომენტარები