ნარკოპოლიტიკა

ACT: თბილისის მოსახლეობის 37% ემხრობა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას

Getty Images

ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 37% ემხრობა მარიხუანის დეკრიმინალიზაციას, 53% კი წინააღმდეგია. თბილისელების 10%-ს არ გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით მყარი მოსაზრება.


ფოტო: ACT

რაც შეეხება სხვა მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს, კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 29% თვლის, რომ უნდა იყოს დეკრიმინალიზებული.

კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

 

კომენტარები