რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ერთპიროვნულად მიიღო მორიგე მოსამართლემ

სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილის საფუძველზე ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარიც არის უცნობი (პროცედურა ასეთია) და ისე, რომ ჩვენ, მეორე მხარე, მოპასუხე მხარე, არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვნილი დღის განმავლობაში არ ყოფილა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, ეხმაურება სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ზე, რომლის საფუძველზეც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა 8 მარტამდე

კომენტარები