რუსთავი 2-ის საქმე

საელჩო: საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება რ2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს

საფრანგეთის საელჩო საქართველოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება ტელევიზია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საქართველოს მთავარ ოპოზიციურ მედიასაშუალებას წარმოადგენს.

საფრანგეთი კვლავ ადასტურებს თავის ერთგულებას პრესის თავისუფლების პატივისცემისადმი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს", - წერია განცხადებაში.

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. 

კომენტარები