რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: უკვე ვიცით, რომ მთელი უზენაესი სასამართლო არის ერთი დიდი ნაგვის ურნა

კარგია, რომ დიდმა პალატამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვიცით - მთელი უზენაესი სასამართლო არის ერთი ძალიან დიდი ნაგვის ურნა, რომელშიც მიიღება არა გადაწყვეტილებები, არამედ სამართლებრივი ნაგავი, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ამ საქმეზე დადგეს ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მინიმალურ შესაბამისობაში მაინც კანონთან. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ სამართლებრივადაც და ვიმოქმედებთ როგორც მედიაც - გაშუქების კუთხით, ვიდრე ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. 

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

კომენტარები