დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: წყევლის შემცველი ჩანაწერი, დეკანოზის თხოვნით, გადავეცი პროკურორებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მან პროკურორებს წყევლის შემცველი ჩანაწერი, დეკანოზის თხოვნით, გადასცა.

"მამა გიორგიმ დაწერა და მე პროკურორებს გადავეცი ჩანაწერი: თუ მქონდა ციანიდი და ვაპირებდი პატრიარქის, შორენას თუ სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას, მაშინ ამ წყევლით იცხოვროს ჩემმა შთამომავლობამ, თუ არა და თქვენმა", - ამბობს რამიშვილი. მისივე თქმით, "ასეთი საუბარი სასულიერო ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია".

პროკურორი ჯარჯი წიკლაური კი ფიქრობს, რომ დეკანოზი ბრალდების კითხვებს ვერ პასუხობს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მისი ოჯახი დაცვით იქნება უზრუნველყოფილი. 

კომენტარები