დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: დაკითხვა მაშინ გაგრძელდება, როცა დეკანოზის ოჯახს დაცვა ეყოლება

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

"მამა გიორგი ჩვენების მიცემას მაშინ გააგრძელებს, როცა უზრუნველყოფილი იქნებიან მისი ოჯახის წევრები დაცვით. საფრთხე მრავალია, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ბევრი საფრთხისშემცველი რამ არსებობს ბუნებაში. გამოძიებისთვისაც ცნობილია, რომ ჩვენებაში გარკვეული პირები არიან დასახელებული და ვარაუდი თუ არსებობს, რომ დეკანოზმა დანაშაული ჩაიდინა, ასეთივე არსებობის უფლება აქვს ვარაუდს, რომ ზოგიერთი პირის ან ჯგუფის მხრიდან მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლას ჰქონდეს ადგილი", - თქვა რამიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა კი შეშფოთება გამოხატა, რომ დეკანოზმა მათ ადვოკატების მეშვეობით "წყევლა შეუთვალა".

კომენტარები