დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორები და ადვოკატები საათზე მეტია, დეკანოზთან იმყოფებიან

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

პროკურორები და ადვოკატები საათზე მეტია, ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფებიან. თუმცა, უცნობია, შეძლებს თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემას ან უკვე მიმდინარეობს თუ არა დაკითხვის პროცესი.

როგორც შესვლამდე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თქვა, ის თავის დაცვის ქვეშ მყოფს გაესაუბრება და შემდეგ ეცოდინება, გაგრძელდება თუ არა დაკითხვა.

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა კი იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებული გამოძიების კითხვებს უპასუხებს. მისივე თქმით, უწყებამ ექიმებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დეკანოზს კითხვებზე პასუხების გაცემა შეუძლია.

ჟურნალისტებმა ადვოკატთან ასევე გადაამოწმეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ციანიდის შეძენა დეკანოზს პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა მეგობარი ხატმწერისთვის და ამისთვის გიორგი მამალაძეს 500 ამერიკული დოლარიც გადაუხადა. ადვოკატი პასუხობს, რომ "ყველაფერი შესაძლებელია".

დეკანოზის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში გუშინ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, მისი შეუძლოდ ყოფნის გამო შეჩერდა.

კომენტარები