პროკურატურა

პროკურატურა: ინფორმაცია შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე სიცრუეს წარმოადგენს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარი პროკურატურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე სიცრუეს უწოდებს. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციების გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ინფორმაცია, რომ ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა საინფორმაციო სააგენტო GHN-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ანალოგიური იფნრომაცია ფრონტნიუსმაც გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, შოთაძის გადადგომა მამა გიორგი მამალაძის საქმეს უკავშირდება.

"მედიასაშუალებებში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს", - წერია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები