საფრანგეთი

პარიზში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის გამო აქციები მეორე კვირაა გრძელდება

AFP

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აქციები მეორე კვირაა გრძელდება. აქციების მიზეზი თვის დასაწყისში სამართალდამცველების მიერ დაკავებისას 22 წლის შავკანიანი მამაკაცის ცემა და ხელკეტის გამოყენებით გაუპატიურება გახდა.

საპროტესტო აქცია დღეს პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

22 წლის თეო შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესტუმრა და მხარდაჭერა გამოუცხადა. შემთხვევის გამო საფრანგეთის პოლიციის 4 ოფიცერია დაკავებული. მათ შორის ერთს ბრალად გაუპატიურება ედება, სამს კი თავდასხმა.

ფრანსუა ოლანდი დაზარალებულს საავადმყოფოში ესტუმრა
ფოტო: AFP

კომენტარები