იუსტიციის საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის თქმით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილები ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის ორ მოსამართლეზე ზეწოლა არ ყოფილა.
"დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა ის წერილები, რომელიც საგამოძიებო ორგანოს მოსამართლეებმა გადასცეს. გაირკვა, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე არანაირი ზეწოლა, განსაკუთრებით სასამართლოს შიგნით, არ განხორციელებულა. სახელდებოდა კონკრეტული სახელები და გვარები, თუმცა მოსამართლეებიც დაიკითხნენ და მათაც არ დაუსახელებიათ არც ერთი გვარი და სახელი",- აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
პროკურატურამ დღეს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართვები და სხვა დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც, უწყების მტკიცებით, მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა დასტურდება. წერილების ავტორად, რომლებიც მოსამართლეებმა მიიღეს, დ. საყვარელიძეა მითითებული. მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევას უარყოფს.





