ნაცვლიშვილი: პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არის სწორი და მისაღები

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არის ამ შემთხვევაში სწორი და მისაღები, თუმცა, თუ ვინმეს აქვს მძაფრი სურვილი, რომ ეს შეიცვალოს, მაშინ ამას თან უნდა ახლდეს ძალიან არგუმენტირებული დასაბუთება. გარდა ამისა, ეს არ უნდა იყოს მიმართული 1018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. წინააღმდეგ შემხვევაში, ეს ნამდვილად დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ უნდა მოერგოს კონკრეტულ კონტექსტს და კონკრეტულ საჭიროებებს, რაც არაერთხელ მომხდარა ამ ქვეყნის ისტრიაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ. საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ სხდომას მართავს. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესია. "ქართული ოცნების" ნაწილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას ემხრობა, საპარლამენტო უმცირესობა კი წინააღმდეგია.

კომენტარები